unReal GirL_is Look BooK

სტრიტ სტაილმა დედამიწა რომ წალეკა ყველასთვის ნათელია, მაგრამ ამჯერად მე ამ ფოტოების დადება ამ კუთხით არ მსურს.

უბრალოდ საინტერესოა კიდევ ერთხელ გადახედოს ადამიანმა რა აცვიათ ქუჩაში ყველაზე, ყველაზე ცნობილებს

1.უმშვენიერესი Blake Lively – სერიალიდან Gossip Girl, ერთადერთი შეკითხვა გამიჩნდა ამ ფოტოსთან დაკავშირებით: ფეხზე აცვია თუ არა კოლგოტები, რადგან მეჩვენება რომ ფეხები აქვს შიშველი და ზევიდან კი საკმაოდ თბილად აცვია 😀 .
2.ჩემი უსაყვარლესი მსახიობი Cameron Diaz, რომელიც საკმაოდ ხშირად მოხვედრილა ცნობილი მოდური ჟურნალების გვერდებზე ჩაცმულობის გამო. ამ სურათზეც ძალიან მომწონს, უბრალოდ ყველა მათგანი იმხელა ჩანტებს რატომ დაათრევს ხოლმე ნეტა გამაგებინა.
3.ძალიან გემოვნებიანი და ულამაზესი Eva Longoria, ძალიან მომწონს მისი სტილი დაყოველთვის გემოვნებიანად აცვია. ჩანთას თქვენც შეამჩნევთ მამაკაცური პიჯაკები კიდე მოდის პიკშია ამ სეზონზე. მოვიხდენ ნეტა ოდესმე?
4.მომღერალი Frankie Sandford, ადამიანი რომელიც რეკორდული სისქრაფით იცვლის თმის ვარცხნილობებს. ძალიან მომწონდა ცოტა უფრო გრძელი თმა რომ ქონდა, სახის ცენტრისკენ ჩამოვარცხნილი და მომწონს ასევე მისი სახის კანი, ყოველთვის ბზინავს – სიჯანსაღის იერზეა ისიც არანაკლებ მოდურია ამ ფოტოზე.
5.უმშვენიერესი Jessica Alba, ყოველთვის არის პაპარაცების მხედველობის არეში, ყოველთვის ძალიან მოდურად აცვია და გემოვნებიანებს შორის ერთ ერთ საუკეთესო ადგილზეა. განსაკუთრებით მეორე ფოტოზე მომწონს, შავი ჟაკეტი რომ აცვია.
6.პარიზის ქუჩებში მოსეირნე Kate Moss, მგონი მშვენივრად გამოიყურება ხოო? მე მომწონს მისი ეს აუთფიტი, ზოგადად შორტები ჩემი საყვარელი სამოსია. აი პიჯაკის თემა კი ძალიანმაქვს მივიწყებული
7.Kim Kardashian – გემრიელი ქალი, როგორც ჩემი დაქალი იტყოდა, ძალიან სადად, მარტივად ჩაცმული, თუმცა ამ სიმარტივეს ჩანთა ავსებს სრულიად და კასნე, შევნიშნე რომ კაშნეები მომწონს ამ ბოლო დროს ძალიან. შარშან ჩანთები მომწონდა.
8.ერთერთი ყველაზე ღიმილიანი ჰოლივუდელი Lauren Conrad, მისმა ამ სურათმა პალტოს ფერით მიიზიდა ჩემი ყურადღება, პალტოები ზოგადად ძალიან მიყვარს და მინდა ხოლმე რომ მქონდეს სხვადასხვა ფერების, მაგრამ ექსპერიმენტების თანხები სამწუხაროდ არ მაქვს ხოლმე… ლორენს რაც შეეხება ორი ამხელა ჩანთა მძიმე არ არის ნეტა მისთვის? :D:D
9.კიდევ ერთი კაშკაშა Gossip-ელი Leighton Meester, სერიალში ხშირად არ მომწონს მისი ჩაცმულობა, ზალიან კონსერვატორულად მეჩვენებოდა ხოლმე, მაგრამ არა ყოველთვის, ამ სურათზე კი რაღაც საოცარი სითბო იგრძნობა კონკრეტულად სამოსისგან და უფრო კონკრეტულად წითელი ფერისგან. გამსაკუთრებით შლაპა მივიჩნიე ძირითად შტრიხად აქ
10.ქალი თვით Clothes over Bros, უსაყვარლესი ბრუკი სერიალიდან One tree hill – SOPHIA BUSH, თავისი ჩაჩხვლეტილი ლოყებით და ძალიან დასამახსოვრებელი ხმით. სოფიას ჩაცმულობაზეც არ ვგიჟდებოდი მაინცდამაინც სერიალის პერიოდში და არც ამ შემთვევაში მომწონს. წონას ისევ ვერ ელევა აშკარად, მაგრამ მისი ღიმილი იმდენად მომხიბვლელია რომ ბევრ სხვა დეტალს ფარავს ალბათ. რაც შეეხება ამ კონკრეტულ სურათზე, მე ფეხსაცმელზე შევაჩერებდი ჩემს ყურადღებას, რადგან საკმაოდ სიმპატიურად მეჩვენება და ფერო ხო საერთოდაც – ჩემია.. 😀
11.და ბოლოს Sophie Monk, ავსტრალიელი პოპ მომღერალი და მოდელი. მის ჩაცმულობას განსაკუთრებით გამოვარჩევდი ქემელ ლაბადის გამო, რაც ძალიან მოდურია და ძალიან მომწონს. ასევე მოკლე ტოპის გამო რაც ასევე მოდური ტენდენცია ხდება გაზაფხულისაკენ – რაც ძალიან არ მომწონს, რადგან მოკლე ტოპების მომხრე არასოდეს არ ვყოფილვარ, მითუმეტეს საქართველოში – სადაც უმეტესობას მუცლის მოვლის კულტურაც არ აქვს და ისეთ ღიპუშკებზე შეიძლება ჩაიცვან რომ გული გაგისკდეს :D:D:D

და კიდევ უნდა აღვნიშნო სოფის ფეხსაცმელი, რომელიც თუ არ ვცდები უნდა იყოს FENDI, მახსოვს მსგავსი ფეხსაცმელი ზუსტად იგივე ფერის მომწონდა ფენდის კოლექციიდან.

ესეც ასე, მე აქვე გემშვიდობებით, კომენტარებს კი ველი თქვენგან აუცილებლად 😛

Advertisements
  1. No trackbacks yet.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s

Advertisements
%d bloggers like this: