ისევ გიპოვე უსასრულო სა-google-ოში =Xxxx

ისევ გიპოვე უსასრულო სა-google-ოში

დილა ფიქრებში დამათენდა.. და მეც თამამად გავწიე ჩემი ფიქრების შთამაგონებელი, ულევი წყაროსკენ..
ფინჯანი ყავა მყუდროებაში რომელსაც მხოლოდ ბებერი პროცესორის ჩართვის ხმა არღვევს, და მაინც მე მიხარია.. აი “windows” – გიახლოვდები..

– დღეს კვირაა?!.. ფრჩხილები მაქვს მოსაწესრიგებელი, ხვალ..
– სასიამოვნო გრძნობა ჩნდება სადღაც, მარცხნივ..

“Opera” > “Favourites” – თითქმის მოვედიი !
– არა, მოიცა, რამეს წამოგიღებ..
– შევირბინე google-pictures -ში, მოვძებნე რაღაც შენთვის შესაფერი და მისი ბმულის მისამართი საჩქადორ შევაფუთინე იასამნისფერ ქაღალდში
– ამას “Comment board” ზე დაგიტოვებ ! 🙂 რაც უფრო ახლოს, მით მეტად ძგერს რაღაც მარცხნივ..
-და მე მოვედი ! აქ ვარ, გხედავ, მიყვარხარ !! ვწუხვარ.. ცრემლები..
-გოგონა შენ გვერდით და ის მე არ ვარ..
-დილიდან ველოდი შენთან შეხვედრას, ღამით არ მეძინა ამაზე ფიქრით, ხალისით ჩავწერე შენი ბლოგის მისამართი შესაბამის გრაფაში.. და გგონია არ ველოდი ამას? ეს ხომ ყოველ დღე მეორდება.. და ახლა რა ვქნა..
– საშინლად მტკიოდა ის რაღაც მარცხნივ.. უცებ კი აზრი, სინათლე, ტკივილგამაყუჩებელი !

გავხსენი “Text document” და სიტყვები თეთზე შავად ცრემლზე სწრაფად დაიღვარა: “დილა ფიქრებში დამათენდა.. და მეც..”
მას მერე ვიღაც თემასაც დაარქმევს, მე კი დავწერე ტკივილი სახელად ” ისევ გიპოვე უსასრულო სა-google-ოში” …

Advertisements
  1. No trackbacks yet.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s

Advertisements
%d bloggers like this: