არის თუ არა გოთი თქვენი შვილი ?? : )))

ეს ”რაღაცა” დაიბეჭდა ერთ-ერთ ამერიკულ საკმაოდ ცნობილ ჟურნალში, აბსოლუტურად სერიოზულად, ანუ აქ ამერიკელები არ ხუმრობენ და ამ სისულელეს სრული სერიოზულობით წერენ, ნუ მოკლედ როგორ უნდა მიხვდეს ამერიკელი მშობელი გოთია თუ არა მისი შვილი

1) ატარებს შავ ტანისამოსს
2) იკეთებს პირსინგს ან ტატუს
3) ატარებს პენტოგრამას
4) ატარებს როკ ატრიბუტიკას
5) უსმენს გოთიკურ მუსიკას ისეთებს როგორიცაა მერილინ მენსონი და სხვა ანტისოციალური მომღერლები ( ჰმ, ამერიკაში მენსონი გოთიკას მღერის ჩვენთან ინდუსტრიალს რა ”სტრანნი” ტიპია ”ტო”)
6) გაიჩინა ახალი უცნაური მეგობრები
7) არ აინტერესებს რელიგია და სპორტი
8) იღებს ნარკოტიკებს ( გოთი ნარკომანი)
9) კლავს ხალხს გართობის მიზნით ( ამაზე ვიხოხე))))))))) წარმოიდგინეთ გოთი ხელში ელექტროხერხით)))))
10) უყვარს ღამ ღამობით სეირნობა და სისხლის სმა! ( ნუ ვინც ეს დაწერა იდიოტი კი არა სუპერ იდიოტია, აი ერთი შემთხვევა მაინც მოიყვანოს ამერიკის მრავალსაუკუნოვანი ისტორიიდან როცა გოთი სისხლის სმის ფაქტზე წაასწრეს, საწრუპით ხელში და პოპკორნით ან ჩიპსებით)
11) უყურებს საკაბელო ტელევიზიას ( და ალანიას)
12) ხშირად ტკივა თავი, აქვს გულის რევის შეგრძნება და თავს მარტო გრძნობს (ბებიაჩემი გოთია)
13) ჩაიკეტა თავის თავში
14) დროის დიდ ნაწილს მარტოობაში ატარებს
15) ცუდად იქცევა სკოლაში ( ხო მოსწავლეებს კლავს და მერე სისხლს სვავს)
16) ავიწყდება მეცადინეობა, შესაძლოა ნარკოტიკების ან ალკოჰოლის ზეგავლენის გამო ( ნუ ეს გოთობის უტყუარი ნიშანია ამაზე არც ვდაობ)
17) უსმენს მუსიკას მაღალ ხმაზე
18) არის კომპიუტერის და ინტერნეტის მომხმარებელი ( იეეეე გოთი ვარ)
19) კითხულობს სათავგადასავლო ლიტერატურას
20) მის დღიურში შეგიძლიათ ნახოთ აგრესიული სახის ტექსტი თუ კი კარგად გაჩხრიკავთ ოთახს
21) უჩნდებათ პარანოიდალური ფანტაზიები მაგ. ბევრი გოთი ადანაშაულებს თავის მშობელს შპიონაჟში ( ისე ოთახს ვინ ჩხრიკავს და დღიურში ვინ იჭყიტება? )
22) დაინტერესებულია ოკულტიზმით და ისეთი საშიში რელიგიებით როგორიცაა სატანიზმი, ინდუიზმი და ბუდიზმი ( ალბათ ბუდისტები საფლავში გადატრიალდნენ)
23) იყენებს ახალშობილის სისხლს ეკლესიებში და სკოლებში პენტოგრამის დასახატათ ( ანუ თუ შეამჩნიე შენს შვილს რომ ახალშობილებს კლავს და მერე სისხლით პენტოგრამებს ხატავს, ნუ ესეიგი შენი შვილი გოთია ხოდა დაბადების დღეზე ლაკრიმოსას დისკოგრაფია უყიდე, გაეხარდება, დედა ენაცვალოს ან მამა რა აზრი აქვს ჩემი მაინც არაა და)
24) ძინავს ან ძალიან ცოტა ან პირიქით დიდხანს ( სტალინს 3 საათი ეძინა!)
25) ჭამს ან ძალიან ცოტას ან ძალიან ბევრს
26) უყურებს პორნოგრაფიას ან სხვა მხრივ იჩენს ინტერესს სექსის მიმართ( ხომ ვთქვი გოთი ვარ მეთქი)
27) არის ჰომოსექსუალი, ბისექსუალი ან პანსექსუალი ( ელტონ ჯონზე არ ვიხუმრებ გაიცვითა კაცი)
28) ეწევა ( ჯანმრთელობის სამინისტრო გაფრთხილებთ, მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმღტელობისთვის, მოწევა იწვევს გოთობას)
29) სახლში ყრის შპრიცებს ან სხვა საეჭვო ნივთებს
30) ჭამს გოთურ საჭმელს როგორიცაა შოკოლადი და სხვა მუქი ფერის საკვები ( ნეტა ამის თავში ჩამახედა)
31) ამბობენ ” მე გოთი ვარ” ( აი ია, აი თხა, მე ბიჭი ვარ, მამაჩემი კოსმონავტია, მე გოთი ვარ…)
32) ატარებს ნიშანს წარწერით ”მე გოთი ვარ” ( არა მაგას კი არა ასეთს ” მე გოთი ვარ, შენ?”)
33) დადის საეჭვო კლუბებში (ნუ ეხლა გეი თუა ”იასნია” ივლის ბიჭი აბა რა )
34) აგროვებს ფოლადის ნივთებს ( ჯართში აბარებს)
35) ცეკვავს მუსიკასთან ერთად ( ფუ ამის წარმოდგენაც კი არ მინდა)
36) იქცევა უცნაურად და აგრესიულად

Advertisements
  1. No trackbacks yet.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: